Posted in Uncategorized on ოქტომბერი 30, 2008 by LUCKYMAN

ძველი კინოები ახალი კომენტარებით

meeeeee1

Advertisements

დედა

Posted in ფილმები on ოქტომბერი 30, 2008 by LUCKYMAN

მხატვრული. 14 წთ. 2006 DVcam. წ. დრამა.

log line: შევიძენ დედას, ასე 40–45 წლის. განათლება საშუალო,  სასურველია იყოს ჭაღარა. სპეციალური მოთხოვნები: ალაგებდეს ბინას, ამზადებდეს წვნიანს.

სინოპსისი: გოგო რომელიც არ არის კმაყოფილი თავისი დედით

გადაწყვეტს მის გამოცვლას,

მაგრამ ერთის ნაცვლად იღებს ორს.

დედა მაინც ძალიან ახალია იმითსვის, რომ რაღაც სერიოზული კომენტარები ვაკეთო.

ნუ, რაღაცეები გამოვიდა, რაღაცეები არც ისე.

დედა ტექნიკურად ყველაზე დახვეწილი ჩემი ფილმი გამოვიდა.

ნუ კიდე რა?  მსახიობები კარგია, სიუჟეტიც ასე თუ ისე შეიკრა…

მაგრამ იდეა…
Mother

ნუ იდეა გამოვიდა პი…ეც ინტელექტუალური :(((((((((((

http://www.filmcenter.ge/

http://geocinema.dsl.ge/

http://www.tbilisifilmfestival.ge/

ბოლო დღე

Posted in ფილმები on ოქტომბერი 30, 2008 by LUCKYMAN

მხატვრული. 28 წთ. miniDV. 2002.

log line: ამბავი ბანალურია, თემა გაცვეთილი, პერსონაჟი მოსაწყენი, ფინალი უინტერესო. ასეთ ფილმებს აღარ იღებენ და აღარც უყურებენ. ამ ფილმების დღეები დათვლილია. ეს “ბოლო დღეა”.

ჩემი აზრით საუკეთესო რამეა რაც კი ოდესმე გადამიღია.

სინოპსისი: სასიკვდილოდ დაავადებული მატყუარა მწერლის ბოლო დღეა,

მაგრამ ნელ–ნელა ჩნდება კითხვა

ეს მართლა მატყუარაა, მართლა მწერალია,

მართლა სასიკვდილოდ დაავადებულია და მართლა ბოლო დღეა?

ესე მსუბუქად, ესე კაიფით არც ერთი ფილმზე არ მიმუშავია.

მთავარ როლმაც მაგრად შეასრულა.

ფილმმა ბლომად პრიზები აიღო,

მათ შორის “საუკეთესო რეჟისურა” და “საუკეთესო არტისტული ნამუშევარი”.

მოკლედ კმაყოფილი დავრჩი.

http://geocinema.dsl.ge/ge/index.php?filmi=905

უძილობა

Posted in ფილმები on ოქტომბერი 30, 2008 by LUCKYMAN

მხატვრული. 18წთ. mini DV.  დრამა. 2002.

log line: აღარ მახსოვს.

ნუ, ნაღდი ფილმი ექშენი.

სინოპსისი: პატარა გოგოს ძალიან უყვარს თამაში მაგრამ საშინლად არ უყვარს წაგება

და დგება დღე როდესაც სასტიკად უნდა დამარცხდეს.

მერეც კაი ხანი გაკვირვებული ვიყავი როგორ შეიკრა ესე სიუჟეტი ჟანრის ყველა კანონით,

როდესაც სიუჟეტის აგებაზე მაშინ არაფერი არ მსენოდა.

ნუ გადაღებაში იყო სერიოზული შეცდომები,

ბევრი ხელოვნურობა და არაბუნებრიობა,

მაგრამ როცა უყურებდი ხვდებოდი რომ მაინც ფილმს უყურებ

და არა ტევე ლოტოს.

სიუჟეტს მიყავდა მთელი ფილმი

და ორ სხვადასხვა ფესტივალზე ავიღეთ

პრიზი  “საუკეთესო სცენარისთვის”.

დღეს თუ რამეს გადავიღებ,

სიამოვნებით გადავიღებ ამ ფილმის  სრულმეტრაჟიან ვერსიას, გაქაჩავს.

გაქაჩავს.

სპეციალური შეთავაზება სპონსორებს – ჰა მეტი რაღა გინდათ, სცენარია ქვას გახეთქავს. პილოტი გადაღებულია. ფილმი ახალგაზრდული ექშენია-მაყურებელი დაეცემა.

გადავიღოთ!

ოჯახი

Posted in ფილმები on ოქტომბერი 29, 2008 by LUCKYMAN

მხატვრული 42 წთ. HI-8 video. 2001 წ. დრამა.

log line: მართთალი იყო მამა, ცხოვრება გაყოფილია ორ ნაწილად

ერთ მხარეს სპაგეტი და ფრიკადელკებია,

მეორეს კი ვეებერთელა ათაშანგური შანკრი.

სინოპსისი: ცხოვრებაზე აბუნტებულ დას და ძმას გადაწყვეტილი აქვთ

ააფეთქონ თავიანთი გაზულუქებული მამა,

მაგრამ მამა რისი მამა იქნებოდა მამაშვილური რჩევა რომ არ მიეცა შვილებისთვის.

ეს იყო ჩემი პირველი ფილმი რომელიც მეტ ნაკლებად რაღაცას დაემსგავსა.

მართალია სიუჟეტი საბოლოოდ მაინც ვერ შეიკრა,

ასევე ბევრი იყო ეკლექტური წიაღსვლები და მსახიობების თამაშიც მოიკოჭლებდა.

ნუ გამოვიდა ფილმი იდეა,

რაზეც დღეს ვამთქნარებ მაგრამ მაშინ სერიოზულად ვიყავი დაკავებული ამით.

ფილმი რამაც გაქაჩა იყო ის,

რომ ყოველი კადრი და ეპიზოდი უმეტესად ატარებდა განწყობის შექმნის დანიშნულებას.

სამაგიეროდ სიუჟეტური ექშენის ზლაზვნის და ზოგჯერ საერთოდ გაქრობის გამო

შეიძლებოდა ჩაგძინებოდა.

საბოლოოდ რომ ფილმი დიდი აბდაუბდა გამოვიდა ერთი ორი ნორმალური მომენტით.

ფილმმა აიღო პრიზი  “საუკეთესო მხატვრული ნამუშევრისთვის”.

მე გრან პრი მინდოდა მაგრამ ვერ მომართვეს. :)))))))))

http://geocinema.dsl.ge/ge/index.php?filmi=915